PDF გადმოწერა

შემოქმედებითი კონკურსის „ქალაქი ხასიათით“ ჩატარების წესები 

1. ძირითადი დებულებები
1.1 შემოქმედებითი კონკურსი სახელად „ქალაქი ხასიათით“ (შემდგომში „კონკურსი“) ტარდება „ბორჯომი“-ს სავაჭრო ნიშნის პროდუქტისადმი (შემდგომში „პროდუქტი“) მომხმარებლის ყურადღებისა მიპყრობისა და ინტერესის გაღვივების მიზნით.
1.2 კონკურსის ორგანიზატორია : “აიდიეს ბორჯომი თბილისი” ს/კ 204870844 მისამართი: 
აღმაშენებლის გამზ. 80 (შემდგომში „კონკურსის ორგანიზატორი“)
1.3 შემოქმედებითი კონკურსი სახელად „ქალაქი ხასიათით“ მიმდინარეობს ორ
კატეგორიაში: პროფესიონალი და მოყვარული. მონაწილეს შესაძლებლობა აქვს თავად აირჩიოს თუ რომელ კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. 

2. მოთხოვნები კონკურსანტისადმი
2.1 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში მცხოვრებ პირებს
2.2 მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 
(Facebook/Instagram)
2.3 კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები 
და წარმომადგენლები
2.4 კონკურსში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მონაწილე გაეცნო კონკურსის 
წესებს და სრულად ეთანხმება მათ.
2.5 კონკურსში მონაწილეობის მიღებით, კონკურსანტი ადასტურებს, რომ ის 
აკმაყოფილებს 2.1 პუნქტს. 

3. კონკურსში მონაწილეობის პირობები

3.1 კონკურსში მონაწილე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ წესების მე-2 პუნქტს, უნდა: 

- იყვნენ დარეგისტრირებულნი მათ მიერ არჩეულ სოციალურ ქსელში (Facebook; Instagram). კონკურსის მიმდინარეობისას, მონაწილის სოციალური ქსელის ანგარიში უნდა იყოს ღია, რათა ყველას შეეძლოს მის მიერ განთავსებული ნამუშევრის ნახვა. 

- კონკურსანტმა უნდა შექმნას და განათავსოს საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო ან/და ფოტოკოლაჟი თემაზე „ქალაქი, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩემი ხასიათი“. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90-120 წამს. სურვილის შემთხვევაში, შეუძლია პოსტს თან დაურთოს ტექსტი. აუცილებელია გამოიყენოს ჰეშთეგები - #ბორჯომი #ქალაქიხასიათით #დაახასიათეშენიქალაქი, მიუთითოს ქალაქი, რომელიც ნამუშევრისთვის შეარჩია და მონიშნოს „ბორჯომის“ ოფიციალური გვერდი შესაბამის სოციალურ ქსელში. (www.facebook.com/borjomi/ www.instagram.com/borjomi_georgia_official) 
3.2. საკონკურსო ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 
3.2.1 ნამუშევრის ავტორი უნდა იყოს მონაწილე და საკონკურსო ნაშრომი უნდა განთავსდეს ავტორის ერთ-ერთ
სოციალურ ქსელში.
3.2.2 ნამუშევარში (ვიდეო/ფოტოკოლაჟი) უნდა იყოს ნაჩვენები ქალაქის ხასიათი, რომელსაც ეძღვნება ეს ვიდეო/
ფოტოკოლაჟი.
3.2.3 ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90-120 წამს.
3.3. ვიდეო/ფოტოკოლაჟი უნდა აჩვენებდეს ავტორის და ქალაქის კავშირს, მის პირად 
ისტორიას.
3.4. კონკურსში არ დაიშვებიან: 
3.4.1 სხვა კონკურსის ფარგლებში ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრები
3.4.2 სხვა პირების მიერ გამოქვეყნებული, სხვა ადამიანის მიერ გადაღებული კონტენტი
3.4.3 კონტენტი, რომელიც არ ჯდება მორალისა და ეთიკის ფარგლებში, შეიცავს ძალადობას, ან რაიმე სახის შეურაცხყოფას.
3.4.4 კანონსაწინააღმდეგო კონტენტის შემქმნელები, რაც შეიცავს რასისტულ, რელიგიურ ან სხვა დისკრიმინაციულ
ელემენტებს.
3.4.5 ვიდეო/ფოტოკოლაჟი არ უნდა შეიცავდეს კომერციულ ხასიათს/სხვადასხვა კომერციული პროდუქტების რეკლამას,
გამონაკლისია მხოლოდ „ბორჯომის“ პროდუქცია.
3.4.6 კონტენტი რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებს/ნორმებს.
3.4.7 კონტენტი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ხასიათს და ფოტო/ვიდეო მასალაში ქალაქის დახასიათება არ უნდა
შეიცავდეს ნეგატიურ ელემენტებს.
3.4.8 ორგანიზატორს აქვს უფლება არ მიიღოს ნამუშევარი, რომელიც არ პასუხობს მოცემულ წესებს.
3.5. მონაწილეს უნდა ჰქონდეს საავტორო უფლება თავის კონტენტზე, შესაბამისად
კონკურსის ფარგლებში მისი გავრცელების
უფლება საკუთარ სოციალურ ქსელებში.
3.5.1 მონაწილეს უნდა ჰქონდეს ნებართვა იმ ფიზიკური პირების გასაჯაროებისა, რომლებიც მის ნამუშევარში არიან
დაფიქსირებულნი.
3.5.2 მონაწილე პასუხისმგებელია მესამე პირების თავისუფლებისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაზე (მაგ.
ინტელექტუალური უფლება, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და ა.შ.)
3.5.3 მონაწილე თანახმაა, რომ კონკურსის ორგანიზატორმა გამოიყენოს მისი ნამუშევარი ვადის, ტერიტორიის შეზღუდვისა
და ანაზღაურების გარეშე.
3.5.4 ორგანიზატორს აქვს უფლება მოითხოვოს საავტორო უფლებები მონაწილისგან საკონკურსო ნამუშევარზე, ასევე
ნებართვა ფიზიკური პირების ნამუშევარში მონაწილეობის შესახებ (როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი).
3.5.5 კონკურსში მონაწილეობის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
3.6. კონკურსანტმა საკონკურსო მასალა უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. საკონკურსოდ ითვლება
ის მასალა, რომელიც ორგანიზატორის მიერ აიტვირთება ვებგვერდზე.
3.7. კონკურსანტმა ელ.ფოსტაზე გამოგზავნილ საკონკურსო მასალას თან უნდა დაურთოს:
3.7.1. სოციალურ ქსელში განთავსებული ნამუშევრის ბმული.
3.7.2.საკონტაქტო ინფორმაცია (გვარი, სახელი, მამის სახელი; ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი)
3.8. კონკურსანტმა ელ.ფოსტაზე გამოგზავნილ საკონკურსო მასალასთან ერთად უნდა 
მიუთითოს თუ რომელ კატეგორიაში
იღებს მონაწილეობას (პროფესიონალი/მოყვარული) 
4. კონკურსის ვადები
4.1 ნამუშევრების მიღების ვადა: 24 სექტემბერი, 2019 – 1 ნოემბერი, 2019.
4.2 კონკურსის გამოცხადება: 24 სექტემბერი, 2019
4.3 გამარჯვებულების გამოვლენა - 1 - 17 ნოემბერი, 2019
4.4 დაჯილდოვება - 19 ნოემბერი, 2019 
5. საკონკურსო ნამუშევრების ვებგვერდზე განთავსების წესი
5.1 იმისათვის რომ კონკურსის მონაწილეს ჰქონდეს გამარჯვების შესაძლებლობა, საჭიროა, კონკურსატმა მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
5.1.1 შექმნას საკონკურსო ნამუშევარი მე-2 და მე-3 პუნქტის წესების დაცვით და 
განათავსოს 3.1 პუნქტში მოხსენებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში. (მონაწილის სურვილისამებრ).
5.2 ნამუშევრის განთავსებით მონაწილე ადასტურებს რომ გაეცნო და ეთანხმება 
კონკურსის წესებსა და პირობებს.
5.3 ნამუშევრის განთავსებითა და ელ.ფოსტაზე
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მოწოდებით მონაწილე ადასტურებს: 5.3.1 მის გამოყენებას მე-9 პუნქტის მიხედვით.
5.3.2 აცხადებს თანხმობას ნამუშევრის გამოყენების უფლების უფასოდ გადაცემაზე მე-9 
პუნქტის მიხედვით.
5.3.3 აცხადებს თანხმობას ორგანიზატორების მიერ მისი მონაცემების დამუშავებაზე 
მე-8 პუნქტის მიხედვით.
5.4 კონკურსის ორგანიზატორი არჩევს ელ.ფოსტაზე
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. გამოგზავნილ ნამუშევრებს, ამოწმებს მათ სოციალურ ქსელებში შესაბამისი ჰეშთეგის მიხედვით და კონკურსის წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ათავსებს ვებგვერდზე.
5.5 ორგანიზატორს უფლება აქვს წაშალოს ან არ განათავსოს ნამუშევარი, თუ მათი 
აზრით ის არ შეესაბამება წესებს. 5.6 კონკურსანტს აქვს უფლება წაშალოს ნამუშევარი. ამ შემთხვევაში ის გამოეთიშება კონკურსს. ნამუშევარი კონკურსში აღდგენას არ ექვემდებარება. 
6. პრიზები
6.1 გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ კატეგორიაში: პროფესიონალი და მოყვარული
6.1.1 პრიზები გადაეცემა კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულ მონაწილეებს 
6.2 კონკურსის კატეგორიების პრიზები განსხვავდება ერთმანეთისგან.
6.2.1 პროფესიონალის კატეგორიაში გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა 5 000 ლარი
6.2.2 მოყვარულის კატეგორიაში გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა 3 000 ლარი
6.3. კონკურსის დასასრულს გამოვლინდება მხოლოდ 2 გამარჯვებული: კატეგორიაში
„პროფესიონალი“ გაიმარჯვებს მხოლოდ ერთი მონაწილე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს
კონკურსში ამ კატეგორიით, ხოლო კატეგორიაში „მოყვარული“ გაიმარჯვებს მხოლოდ ერთი
მონაწილე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში ამ კატეგორიით.
6.4. ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, გამოავლინოს დამატებითი გამარჯვებული, ე.წ. „ბორჯომის“
რჩეული, თუ რომელიმე ნამუშევარი მის განსაკუთრებულ მოწონებას დაიმსახურებს. 
7. გამარჯვებულების გამოვლენის წესი
7.1. კონკურსის ვადების შესაბამისად, ორგანიზატორი აცხადებს ვადებს დახურულად შესაბამისი წესების დაცვით.
7.1.1. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან კონკურსის ჟიური არჩევს გამარჯვებულებს შემდეგნაირად: 
კატეგორია „მოყვარული“ 
- მისაღები ხარისხი და მონტაჟი - გასაგები იდეა - კავშირი ქალაქსა და მონაწილეს შორის - საინტერესო გადმოცემა 
კატეგორია „პროფესიონალი“ 
- მაღალი ხარისხი და მონტაჟი - გასაგები და გამორჩეული იდეა - სრულყოფილი გასაგები ისტორია/სიუჟეტი; საინტერესო პირადი ისტორია 
მონაწილისა და ქალაქის, ახსნილი სიუჟეტურად - ვიზუალური მასალის ინდივიდუალური გადმოცემა: გამორჩეული ორიგინალური მასალა. 
7.2 გამარჯვებული გამოვლინდება ვებგვერდზე, დათქმულ ვადაში. 
7.3. ორგანიზატორი გამარჯვებულებს პრიზის გადასაცემად დაუკავშირდება ელ.ფოსტაზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.
7.5 თუ მონაწილე დადგენილ ვადებში არ მოახდენს მონაცემების წარდგენას, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას პრიზი გადაეცეს სხვა მონაწილეს. 
7.6 გამარჯვებულების პრეტენზიები პრიზების ხარისხთან დაკავშირებით იქნება მიმართული მწარმოებლის მიმართ, ან მიტანის სერვისთან. მთლიანობა და ფუნქციონალის შესაბამისობა უნდა იქნეს შემოწმებული მონაწილის მიერ მიღებისთანავე.
7.7 პრიზის გადაცემის ხერხს ირჩევს კონკურსის ორგანიზატორი, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობება გამარჯვებულებს.
7.8 პრიზი გამარჯვებულს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. გამარჯვებული/მიმღები ვალდებულია ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს მისი მიღებისას, სამ ეგზემპლარზე, და დაუბრუნოს ორი ხელმოწერილი ორიგინალი ორგანიზატორის წარმომადგენლებს. მიღება-ჩაბარების აქტზე გამარჯვებულის/მიმღების მიერ ხელის არ მოწერა შესაძლებელია პრიზის გადაცემაზე უარის თქმის მიზეზი გახდეს.
7.9 იმ შემთხვევაში თუ კონკურსის გამარჯვებულებმა არაზუსტად, ან არასწორად მიუთითეს მონაცემები და ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება 10 სამუშაო დღის ვადაში, ორგანიზატორს უფლება აქვს გამოაცხადოს ახალი გამარჯვებული.
7.10 თუ გამარჯვებული უარს ამბობს პრიზის დადგენილი წესებით მიღებაზე, ორგანიზატორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად და საკუთარი დაკვირვებით გადაწყვიტოს პრიზის ბედი, გამარჯვებულისთვის მისი საფასურისა და სხვა დანაკარგების ანაზღაურების გარეშე. 

8.მონაწილეების მხრიდან თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე 

8.1 კონკურსის მონაწილეები აცნობიერებენ და ეთანხმებიან, რომ მათ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების, კერძოდ: სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, ასევე ბიომეტრიული პირადი მონაცემები (მონაწილის გარეგნობა, რომელიც დაფიქსირებული იქნება საკონკურსო ნამუშევარში) დამუშავდება ორგანიზატორის მიერ კონკურსის მიზნებისათვის. შესაბამისად, კონკურსის მონაწილეები თანხმობას აცხადებენ, კერძოდ: - ორგანიზატორის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), გამოყენება, ბლოკირება, განადგურებაზე; 

- პირადი მონაცემების გაზიარებაზე მესამე მხარისთვის, რომელთანაც ორგანიზატორს შეთანხმება აქვს კონკურსის ჩატარებაზე.
8.2 პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კონკურსის ორგანიზატორის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის მიხედვით. 

9. ინტელექტუალური საკუთრება
9.1 კონკურსში მონაწილეობის მიღებითა და საკუთარ სოციალურ ქსელში ნამუშევრის განთავსებით, როგორც ეს
განსაზღვრულია ამ წესდებით, კონკურსის მონაწილე გადასცემს
დამკვეთს საკონკურსო ნამუშევარზე სრულ უფლებას, უვადოდ და ნებისმიერ ქვეყანაში მისი გამოყენების შესაძლებლობით
და არა მარტო, შემდეგი ინსტუმენტებით:
9.1.1 საკონკურსო ნამუშევრის გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში და ვებგვერდზე.
9.1.2 განათავსოს საკონკურსო ნამუშევარი ისე, რომ ყველა პირს ჰქონდეს მასზე წვდომა საკონკურსო ნამუშევარზე
ინტერაქციისათვის, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს, ტელესაკომუნიკაციო ქსელებსა და სისტემებში,
გლობალურ ქსელ ინტერნეტში. (ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად).
9.1.3 გაავრცელოს ნამუშევარი ნებისმიერი სახით, ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი გზით.
9.1.4 საკონკურსო ნამუშევრის ნებისმიერი გზით გადამუშავება;
9.1.5 საკონკურსო ნამუშევრის გამოყენების უფლება, მისი საავტორო უფლებების სხვა ობიექტებში შეტანისთვის;
9.2 საკონკურსო ნამუშევარზე უფლების გაცემისათვის მონაწილეს ანაზღაურება არ გადაეცემა.
9.3 კონკურსის ორგანიზატორს აქვს უფლება გადასცეს, გაყიდოს საკონკურსო ნამუშევარზე ექსკლუზიური უფლება,
მთლიანად ან ნაწილობრივ, კონკურსის მონაწილისათვის ანაზღაურების გადაცემის გარეშე.
9.5 კონკურსის მონაწილე უფლებას აძლევს კონკურსის დამკვეთს გამოიყენოს ნამუშევარი მისი ავტორის სახელის
მითითების გარეშე, და ასევე მასში დაფიქსირებული პირების სახელების მითითების გარეშე. შეიტანოს ცვლილებები
ნამუშევარში, ისე რომ არ მოხდეს ნამუშევრის მთლიანობის დარღვევა. 

10. მონაწილის პასუხისმგებლობა
10.1 მონაწილე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ნამუშევარი დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და შესაბამისობაში იქნება
წესდების მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან.
10.2 მესამე პირების მხრიდან ნამუშევართან დაკავშირებული ნებისმიერი უკმაყოფილება ნამუშევრის განთავსება/
გამოყენებასთან დაკავშირებით, გადამისამართდება მონაწილესთან ანუ ნამუშევრის შემქმნელთან. მონაწილე იღებს
პასუხისმგებლობას დაარეგულიროს აღნიშნული დავა საკუთარი ძალებითა და ხარჯით. ამავე დროს, საჭიროების
შემთხვევაში, გამოდის მოწმედ სასამართლოში და იღებს მონაწილეობას სარჩელის განხილვაში.
10.3 თუ კონკურსანტის მიერ წესების დარღვევამ რაიმე სახის დანაკარგი მოუტანა კონკურსის ორგანიზატორს ან დამკვეთს,
მონაწილე ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მათ ეს დანაკარგი.
10.4 კონკურსის მონაწილე ატარებს პასუხისმგებლობას მის მიერ ორგანიზატორისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და
მონაცემების სანდოობასა და სისწორეზე, წესდების მე-3 პუნქტის მიხედვით.
10.5 კონკურსის ორგანიზატორი არ ანაზღაურებს კონკურსანტის მიერ კონკურსში მონაწილეობაზე გაწეულ ხარჯებს. მათ
შორის ინტერნეტზე წვდომა, გადაღება და ა.შ. 

11. დასკვნითი დებულება
11.1 კონკურსის ორგანიზატორს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ არ მიიღოს საკონკურსო ნამუშევარი და
ნებისმიერ პირს აუკრძალოს მონაწილეობის მიღება, თუ მისი აზრით, ნამუშევარი არ შეესაბამე წესდებით
გათვალისწინებულ პირობებს ან თვლის, რომ მონაწილე რაიმე სახით აყალბებს ან სარგებელს იღებს კონკურსში
მონაწილეობის განაცხადით, ან მოქმედებს წესების დარღვევით, ან ახორციელებს ქმედებას შეურაცხყოფის, ძალადობის,
მუქარის მიზნით ნებისმიერი სხვა
პირის მიმართ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკურსთან.
11.2 თუ რაიმე მიზეზით კონკურსის რომელიმე ასპექტი ვერ ტარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო (ინტერნეტის და
კავშირგაბმულობის გაუმართაობა, დეფექტები, კომპიუტერების ვირუსით დაზიანება, არასანქცირებადი ჩარევა, სხვა
მანიპულაციები, ფალსიფიკაცია, ან რაიმე სხვა ტექნიკური გაუმართაობა და მიზეზები, რომლებიც არ ექვემდებარება
ორგანიზატორის მიერ კონტროლს, ზემოქმედებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, ღირსებას, მთლიანობას და
კონკურსის სათანადო ჩატარება/გაგრძელებას, ორგანიზატორს მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია შეწყვიტოს,
შეცვალოს, ან დროებით შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა.
11.3 კონკურსის ორგანიზატორი არ მოახდენს პრიზების გაცემას თაღლითობის ან სხვა რაიმე სახის წესების დარღვევის
გამოვლენის შემთხვევაში. ორგანიზატორი თავად განსაზღვრას ფაქტებს თაღლითობისა და ფალსიფიკაციის არსებობის
შესახებ.
11.4 ყველა მონაწილე დამოუკიდებლად ანაზღაურებს მათ მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის გაწეულ ხარჯებს.
11.5 კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო
სასამართლოში
11.6 კონკურსის ჩატარების წესები რეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
11.7 კონკურსის პირობების ან წესების შეცვლის ან მისი ანულირების შესახებ კონკურსის ორგანიზატორი ატყობინებს
მონაწილეებს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადების განთავსებით.
11.8 გამოუყენებელი პრიზების შენახვისა და მათზე ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის განცხადების წესი: კონკურსის
წესებით არ არის გათვლილი მიუღებელი პრიზების შენახვა და შემდეგ მათი მოთხოვნა ვადის გასვლის შემდეგ. მიუღებელი
პრიზები რჩება ორგანიზატორთან და შეუძლია მათი განკარგვა. მას უფლება აქვს გამოავლინოს ახალი გამარჯვებული,
რომელსაც გადასცემს აღნიშნულ პრიზს.
11.9 საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც მიღებულ იქნა ელ.ფოსტაზე
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და არ გამოვლინდა
გამარჯვებულად, რჩება ორგანიზატორის საკუთრებაში.